თარიღი    დრო

ფესტივალი „თბი-ლისი“ 22 სექტემბერს განახლდება

საქართველო, თბილისი - 14:35 09.21.2018 200

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით დაფუძნებული სპორტული ფესტივალი „თბი-ლისი“ გრძელდება.

22 სექტემბერს, 12:00 საათიდან, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ნებისმიერ მსურველს ექნება. სპორტულ პროგრამებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია ადგილზე მოხდება.

ფესტივალი, გარდა სპორტული აქტივობებისა, კულტურულ და საგანმანათლებლო ნაწილსაც მოიცავს. საფესტივალო დღეს გაიხსნება ART მარკეტი, Orbeti Green Space-ს სპორტულ-გასართობი კუთხე, ასევე, საბავშვო გასართობი კუთხე, გარდა ამისა, გაიმართება საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო კინოჩვენება, ფერების ფესტივალი და სხვა.

საფესტივალო დღეს, 18:00 საათზე დაასრულებს ჯგუფის - „არა“ კონცერტი, დიჯეი და ფოიერვერკი.

ფესტივალი ემსახურება ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას, დასვენებისა და გართობისთვის სასურველი გარემოს შექმნას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

13:09 გვენეტაძე:  საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით ცალსახად, შეუძლებელია რაიმე პროგნოზის გაკეთება

12:21 სებ-მა  მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის თანამედროვე პლატფორმა დაინერგა

12:39 თბილისი ანკარას პირდაპირი ავიარეისით დაუკავშირდება 



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%