შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია ეხმიანება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე თავდასხმას.
კომისიის განცხადებით, რეპრესიების შეთანხმებული ბუნება სახელმწიფოს ჩართულობაზე მიუთითებს.
"საქართველოში აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის მიმართ დაშინების, შევიწროების და ძალადობის შესახებ გავრცელებული ცნობები მიუღებელია.
ამ რეპრესიული შემობრუნების შეთანხმებული ბუნება მიუთითებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ჩართულობაზე და მოითხოვს საყოველთაო დაგმობას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აპრილის დასაწყისში ჰელსინკის კომისიამ "აგენტების კანონთან" დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მისი გაწვევისკენ მოუწოდა.