აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის წარმომადგენლები ეხმიანებიან "ქართული ოცნების" მიერ ხელახლა ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
განცხადებას აშშ-ში ჰელსინკის კომისიის სენატის თანათავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ უიკერი ავრცელებენ.
„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მძიმედ მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი არის რუსული კანონის ასლი და მისგან ინსპირაცია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება ხდება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო მიღების ფონზე. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება” კვლავ დაადგა ამ გზას, მიუხედავად რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვან ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს თავის ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და თავისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს”, – აღნიშნულია განცხადებაში.