აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო'ბრაიენი ეხმიანება თბილისში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და აქტივისტებზე თავდასხმას.
"ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანების დაშინებითა და ძალადობით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტს.
ჩვენ ვგმობთ ამას. ქვეყანამ, რომელიც აპირებს ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკური ორგანიზაციებში გაერთიანებას, სრულ, დამოუკიდებელ და დროულ გამოძიებას ჩაატარებდა", - წერს დილომატი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯიმ ო'ბრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა.