აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯიმ ობრაიენი უახლოეს დღეებში საქართველოს ეწვევა ინფორმაცია ტვ პირველი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ჯიმ ობრაიენი საქართველოში ორშაბათს ღამით იქნება.
მათივე ცნობით, ჩანიშნულია შეხვედრა ოპოზიციასთან.
უცნობია, შეხვდება თუ არა სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელს ხელისუფლება.