აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხები ჯეიკ სალივანმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
სალივანის განცხადებით, ვაშინგტონი უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით.
"ქართველი პარლამენტარები კრიტიკული არჩევანის წინაშე დგანან - მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს თუ მიიღონ კრემლის სტილის უცხოელი აგენტების კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს", - წერს სალივანი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ამერიკელი კონგრესმენების წერილი პრემიერ კობახიძისადმი, სადაც ისინი აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევის მოწოდებით გამოდიან.