თარიღი    დრო

ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ამბობს, რომ ცუდადაა - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:16 09.19.2018 178

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" აცხადებს, რომ მერაბიშვილის ჯანმრთლელობის მდგომარეობა საავადმყოფოში გადაყვანამდე როგორიც იყო, ისეთივეა.

მან მსჯავრდებული ყოფილი მინისტრი საპყრობილეში რამდენიმე დღის წინ მოინახულა.

"ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ ისეთია, როგორიც იყო, არაფერი გაუმჯობესებულა. ამბობს, რომ ცუდად არის", - აცხადებს ჩივიაშვილი. 

ასეთი მდგომარეობობის ფონზე, თუ რატომ არ დატოვეს ის საავადმყოფოში, ადვოკატს პასუხი არ აქვს.  

"არ ვიცი, ალბათ, თვლიან, რომ ამ პირობებში შეიძლება მისი მკურნალობა. ჩვენ ახლა დამატებით კვლევებს ვატარებთ და ამის მიხედვით გვექნება ჩვენი პოზიცია. კვლევის შედეგები სხვადასხვა ექიმებთან გვაქვს გაგზავნილი, როგორც კი მივიღებთ პასუხებს, იმის მერე დავაფიქსირებთ პოზიციას", - დასძენს ჩივიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილი რამდენიმე დღის წინ, ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მას სასუნთქ გზებზე აქვს პრობლემა. 

ყოფილ შს მინისტრს საპყრობილის დატოვებამდე წელიწადნახევარზე მეტი დარჩა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%