თარიღი    დრო

არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაისურს ჩაიცმევენ - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 14:20 08.17.2018 900

დიდი ბოდიშის მოხდით, არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაისურს ჩაიცმევენ, - ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სოციალურ ქსელში გავრცელდებულ ფოტოსთან დაკავშირებით [რომელზეც ჩანს, რომ საქართველოს ნაკრების მოჭიდავეები და გუნდის მთავარი მწვრთნელი რუსეთის დროშის ფერებიან მაისურში ჩრდილოეთ ოსეთის დეპუტატთან ერთად დგანან] განაცხადა.

მისი თქმით, ტურნირებზე მსგავსი რამ ხშირად ხდება.

„ის არის ჩვენი მეგობარი, ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ. მივდივართ, მოვდივართ, ერთმანეთთან არ ჩავიდეთ მაშინ არც ერთ შეჯიბრზე? მონაწილეობა არ მივიღოთ? მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა პეტრიაშვილი ხომ კაი ბიჭია? მაისური ჩაიცვა და ცუდი ბიჭია? დიდი ბოდიშის მოხდით, არავის საქმე არ არის ჩვენი ბიჭები ვის მაისურს ჩაიცმევენ. მთავარი ჩვენთვის რა არის – შედეგი, რომ ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ. ჩვენი ფედერაცია და ჩვენი ნაკრები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. მე არ მახსოვს ასეთი აჟიოტაჟი ჟურნალისტების მხრიდან, როდესაც ჩვენი ბიჭები მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. მე მინდა მათ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადოთ. ტურნირებზე მსგავსი რამ ხშირად ხდება, იბეჭდება მაისურები წარმატებული სპორტსმენების გამოსახულებით და მთელი ევროპა პეტრიაშვილის და ხინჩეგაშვილის გამოსახულებიანი მაისურით დადის. ამ შემთხვევაშიც ქართველმა მოჭიდავეებმა წარმატებული სპორტსმენის გამოსახულებიანი მაისური ჩაიცვეს და აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია“, – განაცხადა გეგეშიძემ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%