თარიღი    დრო

სენაკში რძის კოოპერაციული საწარმო მოქმედებს

საქართველო, თბილისი - 13:54 08.17.2018 295

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე სასოფლო-სამეურნეო  კოოპერატივ „შურობუმოს“ საქმიანობას გაეცნო.  რძის გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმო „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის „ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოქმედებს.

კოოპერატივი „შურობუმო“ სენაკის მუნიციპალიტეტში საქმიანობს და  16  ფერმერს   აერთიანებს. პროგრამაში ჩართულობით მათ   შესაძლებლობა ეძლევათ   უკვე საბოლოო პროდუქტის რეალიზაციის შედეგად  მიიღონ გაზრდილი შემოსავალი. 

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების  მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „შურობუმოს“ გადაეცა   რძის მიმღებ-გადამამუშავებელი აღჭურვილობა და  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოები.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „შურობუმო“ ასევე  ჩართულია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო (ENPARD)  პროგრამაში.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაგემილია მიმდინარე წელს  საქართველოს 8 რეგიონში, რძის გადამამუშავებელი სხვადასხვა სიმძლავრის  13 კოოპერაციული  საწარმო  აშენება.

„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნედლი რძის მიმღებ-გადამამუშავებელი კოოპერაციული საწარმოების  შექმნის სტიმულირება.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%