თარიღი    დრო

აჭარა პოლონელი ჟურნალისტების ობიექტივში მოექცა

საქართველო, თბილისი - 11:33 08.16.2018 81

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს. ისინი ასევე, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტური განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს გარე რეკლამის, ონლაინ რეკლამისა და სხვა სარეკლამო არხების გზით. მზარდია პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%- ითაა გაზრდილი.

 

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%