თარიღი    დრო

თორნიკე რიჟვაძე: განვახორციელებთ ისეთ ღონისძიებებს, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს მოქალაქეებს უკეთ იცხოვრონ მთაში

საქართველო, თბილისი - 10:38 08.11.2018 230

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, აჭარის ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან ადგილს - ზორტიყელს ეწვია. თორნიკე რიჟვაძე იალაღებზე მყოფ მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, შუამთობის დღესასწაულს ზორტიყელის მთაზე განსაკუთრებულად აღნიშნავენ.

„დღეს არის ზორტიყელობის დასაწყისი, შუამთობის დასაწყისი, მთის და ბარის სიყვარულის და პატივისცემის დღე. ჩვენ შევხვდით ჩვენს მეგობრებს და მივულოცეთ ეს დღესასწაული. მსგავსი შეხვედრები მთაში გაგრძელდება. დავინტერესდით იმ პრობლემებით, რომლებიც ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ და რა თქმა უნდა, სწრაფი ტემპებით უნდა გადაიჭრას ძალიან ბევრი საკითხი. ჩვენ განვახორციელებთ ისეთ ღონისძიებებს, რომ ხელი შეეწყოს ჩვენს მოქალაქეებს უკეთ იცხოვრონ მთაში. მთის გაძლიერება კი ხელს შეუწყობს როგორც ბარის, ისე მთლიანად ქვეყნის გაძლიერებას“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ზორტიყელის მთაზე შეკრებილმა მოსახლეობამ კმაყოფილება გამოთქვა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ადგილზე სტუმრობით და ამ ფორმით დაწყებული კომუნიკაცია დადებითად შეაფასა.

 



konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

20:05 ტოიოტა ცენტრ თეგეტაში ახალი თაობის RAV 4-ის და Corolla-ს პრეზენტაცია გაიმართა

12:13 ფინკა ბანკი სრულად იცავს SMART კამპანიის პრინციპების მიხედვით მომხმარებელთა უფლებებს

12:00 საგაზაფხულო აქციები „გორგიაში“ - გაიგეთ, თუ რა აქციებს გთავაზობთ ყველაზე იაფი სამშენებლო-სარემონტო ჰიპერმარკეტი საქართველოში

11:10 საქართველოს ბანკი ქალების ბიზნესში მხარდაჭერას განაგრძობს

17:00 იჩქარეთ! აქცია განახლებული პირობებით იპოთეკურ სესხებზე ლარში ბაზისბანკისგან

13:57 თიბისი ლიზინგის ახალი პროდუქტი - ჩააბარე ძველი და გაიყვანე ახალი ავტომობილი

13:10 Global Finance-მა თიბისი ბანკი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

12:39 უძრავი ქონების ახალი ციფრული პლატფორმის ბეტა ვერსია უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.7%
შემცირდა 12.2%
არ შეცვლილა 3%