იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. შედეგად, სამარშუტო ტაქსში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა, რომელიც კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.