თეთრი სახლი „არ განიხილავს“ დონბასში რეფერენდუმის ჩატარების მხარდაჭერის შესაძლებლობას. აცხადებს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელი, გარეტ მარკისი.
ვაშინგტონი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის სიტუაციის დასარეგულირებლად, მინსკის შეთანხმებას მიიჩნევს. ხოლო, ეს დოკუმენტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის რეფერენდუმს. გარდა ამისა, ტრამპის ადმინისტრაციის თანამშრომელს ეჭვი ეპარება რეფერენდუმის კანონიერებაში.
მანამდე, სააგენტო Bloomberg-მა, წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ჰელსინკის შეხვედრის ფარგლებში შესთავაზა დონალდ ტრამპს საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდის ფარგლებში რეფერენდუმის ჩატარება. სადაც, მოსახლეობა შეძლებდა თავად განესაზღვრა ტერიტორიის სტატუსი.