თბილისში, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე სამ პირს ბრალი წარედგინა. აღნიშნული პირები კომპანიების „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.
მეტროსადგურ „ვარკეთილში” ჭერი მიმდინარე წლის 30 იანვარს, დაახლოებით 10:30 საათზე ჩაოინგრა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.
ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია შპს "ყვარელმშენმა" ჩაატარა, რომლის წინადადებაც თბილისის მერიამ 2016 წლის 20 ოქტომბერს მიიღო, კონტრაქტი კი მოგვიანებით გაფორმდა. ეს კომპანია 2015 წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა. ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 347 852 ლარი დაჯდა.
თუ რა მუხლებით წარედგინათ პირებს ბრალი, "ჯი-ეიჩ-ენი" არკვევს.