სააპელაციო სასამართლომ სრული და ამომწურავი რევიზია განახორციელა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების და დარწმუნდა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება კანონიერი იყო და სრულიად სამართლიანად ძალაში დატოვა", - ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე ბახალას საქმის პროკურორმა ირინე ჩოჩიამ.
ბრალდების მხარის მტკიცებით, საქმის მტკიცებულებათა ერთობლიობა გიორგანაშვილის მიერ განსაკუთრებით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ფაქტს ადასტურებს.
პროკურორის განმარტებით, ყველა პირი, რომელიც ამ საქმეში იყო მოწმე, მათ შორის, პოლიციის თანამშრომლები, იყვნენ ნეიტრალურები და მათ არანაირი დაინტერესება გიორგანაშვილის მიმართ არ ჰქონდათ.
ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს "ბახალასთვის" საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მსახიობს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს განსაზღვრული.