თურქეთი ელექტრომობილის წარმოებას იწყებს. ქვეყნის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განმარტებით, პირველი ელექტრომობილი კონვეიერიდან 2021 წელს გადმოვა და მისი სერიული წარმოება ქვეყნის მშპ-ს 50 მილიარდ ევროს შესძენს.
ერდოღანი Twitter-ის მიკრობლოგის საშუალებით იტყობინება, რომ თურქული ელექტრომობილის წარმოება ხელს შეუწყობს დაახლოებით 100-მდე სექტორის განვითარებას. დაიხვეწება ტექნოლოგია და პროგრამული უზრუნველყოფა და ციფრულ ტექნოლოგია, შემცირდება ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულება და ჭკვიანი მართვის სისტემები მომავლის ტექნოლოგიებშიც აისახება.