თარიღი    დრო

დღეს ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეა

საქართველო, თბილისი - 09:03 06.14.2018 195

დღეს ნატო ვაჩნაძის დაბადების დღეა. ცნობილი ქართველი მსახიობი ნატო ვაჩნაძე 1904 წლის 14 ივნისს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაიბადა.

მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ბიოგრაფიული ცნობების მიხედვით, ნატო ვაჩნაძე 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა "პრომეთეი"-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში; იყო მუსიკის მასწავლებელი; 1932 წელს მუშაობდა მოსკოვში ასისტენტად ცნობილ რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ესთერ შუბთან; 1934 წელს კვლავ თბილისშია; პირველი როლი "არსენა ყაჩაღში" შეასრულა, ამას მოჰყვა ნუნუს როლი ფილმში "მამის მკვლელი", ორივე ფილმი 1924 წელს გამოვიდა ეკრანებზე; ამის შემდეგ დაიდგა ივანე პერესტიანის ორი ფილმი "სამი სიცოცხლე" და "ჩვენი ქვეყნის რაინდი", სადაც აგრეთვე დიდი ოსტატობით ასრულებდა მთავარ როლებს; მისი როგორც მსახიობის აღმასვლის შემდეგი საფეხური იყო ფატის როლი ფილმში "ვინ არის დამნაშავე?"; არ შეიძლება არ აღინიშნოს მის მიერ დიდი წარმატებით შესრულებული როლები კ. მარჯანიშვილის ფილმებში "ამოკი" და "კრაზანა"; მან შექმნა ქალის დაუვიწყარი სახეები ფილმებში: "ქაჯანა", "სამშობლო", "ხიდობნელი ქალიშვილი", "ის კვლავ დაბრუნდება", "აკაკის აკვანი", "მწვერვალთა დამპყრობნი" და სხვა; მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა, მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა, თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია "სახკინმრეწვი" საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა; საბჭოთა პერიოდის კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი.

დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, 1996 წლიდან საქართველოს კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი - "ნატო"(სხვადასხვა ნომინაციით).

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%