თარიღი    დრო

კანადაში ოტავას მერიის წინ საქართველოს სახელმწიფო დროშა საზეიმოდ აღმართეს

საქართველო, თბილისი - 16:00 05.26.2018 474

საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 25 მაისს, ოტავას მერიის წინ საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა. დროშის აღმართვის ცერემონიას ოტავას მერი, მერიისა და კანადაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ. სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.

მან ისაუბრა საქართველოს უძველეს ისტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბების პოლიტიკურ წინაპირობებზე, დამოუკიდებლობის წლებში მიღწეულ პროგრესზე, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე, ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლასა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კანადის ურყევ მხარდაჭერაზე.

ქართული დროშა ოტავაში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე აღმართეს. ცერემონიის შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის საელჩომ გამართა მიღება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%