გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, თბილისის ზღვაზე, კუს ტბასა და ლისის ტბაზე, საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, მაისის თვიდან სექტებმრის თვის ჩათვლით, ზედაპირული წყლების რეგულარულ მონიტორინგს ახორციელებენ.
სპეციალისტებმა ამჯერად, წყლის სინჯები ლისის ტბაზე აიღეს და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, PH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა). აღებული სინჯები ტრანსპორტირებული იქნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, სადაც წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა განხორციელდება.
ლისის ტბაზე ჩატარებული კვლევის შედეგები, გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერსებულ პირს შესაძლებლობა ექნება ინფორმაციას გაეცნოს.
საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი გრძელდება, ამ ეტაპზე სპეცილისტები მონიტორინგს 170-მდე წერტილში ახორციელებენ.
(NS)