თარიღი    დრო

ბრიტანელი ექსპერტები საქართველოში დღეს ჩამოდიან - ტარიელ კაკაბაძე

საქართველო, თბილისი - 17:00 05.17.2018 152

დღეს საქართველოში ჩამოდიან უცხოელი ექსპერტები, რომლებიც გააგრძელებენ მუშაობას ექსპერტიზის დასკვნაზე და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე დღეში, საზოგადოებას, სასამართლოს და ყველას ექნება პასუხი კითხვაზე, თუ რამდენი სხვადასხვა დანით იქნა მოკლული დავით სარალიძე - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ.

როგორც ის განმარტავს, ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდება, რომ საქმეზე დაკავებული ორი პირის გარდა, სხვა შესაძლო დამნაშავეებიც არიან. 

"მე პირადად ველოდები, რომ ბრალდებულის ჩვენებით დადასტურდება ის, რისიც სჯერა დაცვის მხარეს და რისიც სჯერა საზოგადოებას, რომ ამ ფაქტში მონაწილეობდა არა ორი, არამედ, გაცილებით უფრო მეტი პირი. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი მოწმის ჩვენება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება იქნება, რათა დადასტურდეს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში არა ორი არამედ გაცილებით მეტი პირი მონაწილეობდა, რომლებიც თავის დროზე არ მისცა პასუხისგებაში საგამოძიებო ორგანომ.

მას შემდეგ რაც არასრულწლოვანი ბრალდებული მისცემს სასამართლოს ჩვენებას, მე მოგაწვდით დაახლოებით, ინფორმაციას, თუ რა ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოვლინდა მის ჩვენებით.

მე დარწმუნებული ვარ რომ ამ მოწმის ჩვენებით დადგინდება გარკვეული პირების მონაწილეობა აღნიშნულ დანაშაულში, გარკვეული პირების მონაწილეობა დავით სარალიძის მკვლელობაში და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი პროცესის შემდეგ საგამოძიებო ორგანო ჩაატარებს გარკვეულ მოქმედებებს და გარკვეულ დეტალებს დაადგენს. დარწმუნებული ვარ, რომ საგამოძიებო ორგანომ დღესაც იცის, რომ ამ კონკრეტულ ფაქტში მონაწილეობდა ორზე მეტი პიროვნება, თუმცა შეგნებულად, ვიღაც პირების დასაცავად, კონკრეტული პირების ინტერესის საფუძველზე არ მიეცა პასუხისგებაში ის პირები, რომლებიც ამ დანაშაულის ჩადენაში მონაწილეობდნენ", - აცხადებს სარალიძე.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%