თარიღი    დრო

თუ ბრალდებულმა ჭეშმარიტება არ ისაუბრა, მის კისერზე 11 ჭრილობა არის, რომელიც მინიმუმ, 12 წელს ითვალისწინებს - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 14:58 05.17.2018 191

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში, 5-თვიან დუმილს არღვევს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული.

როგორც ჟურნალისტებთან მოკლულ დავით სარალიძის მამა აცხადებს, მას მოწმისგან ჭეშმარიტი ჩვენების მოლოდინი აქვს.

"თუ ამ ბრალდებულმა ჭეშმარიტება არ ისაუბრა, ჩათვალეთ, რომ მის კისერზე 11 ჭრილობა არის, რომელიც მინიმუმ, 12 წელს ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, მან სრული ჭეშმარიტება უნდა ისაუბროს. იმედი მაქვს, დამაჯერებლად ისაუბრებს, რომ მოსამართლე თავის სიმართლეში დაარწმუნოს. დღევანდელი მოცემულობით, ბოლო იმედი მოსამართლეა. 

მოსამართლემ უნდა დადოს ჭეშმარიტი განაჩენი და არ გაიზიაროს ბრალდების წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ ამ საქმეს ნათელი მოეფინოს", - აცხადებს სარალიძე.

ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%