თარიღი    დრო

ბათუმში უნებართვო გარევაჭრობები აღარ იქნება

საქართველო, თბილისი - 18:50 04.13.2018 563

ბწერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, მერიამ გარე მოვაჭრეები გააფრთხილა და საინფორმაციო ფურცლები გადასცა.

მერიის შეთავაზების შესაბამისად, გარემოვაჭრეებს საშუალება აქვთ საქმიანობა გოგოლის #1-ში მდებარე სათანადოდ აღჭურვილ სავაჭრო ადგილებში გააგრძელონ.

შესაბამისი ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის.

გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობასა და აფერხებს და სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას.

იმ შემთხვევაში, თუ გარემოვაჭრეები მერიის მითითებებს არ დაემორჩლებიან, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1522 მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის თვითნებური შეზღუდვა გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით. დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში გამოიწვევს ფიზიკურ პირთა დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიულ პირთა დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

(NS)




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.9%
შემცირდა 11.3%
არ შეცვლილა 2.8%