თარიღი    დრო

მოწმემ ჩვენება შეცვალა, თუ წინა პროცესზე თავის მეგობრებს იცავდა, დღეს ჩემი შვილი და ლევანი დაიცვა? ეს გამორიცხულია - ზაზა სარალიძე

საქართველო, თბილისი - 18:01 04.13.2018 2848

"წინა პროცესზე მიცემული ჩვენება, რომ მასზე იძალადეს, დღეს სამწუხაროდ, ფიცის ქვეშ შეცვალა და თქვა, რომ მოიგონა", - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მოკლულ დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ

მისი განმარტებით, მოწმემ ჩვენების შეცვლა იმით ახსნა, რომ გასულ პროცესზე ბრალდებული მეგობრები დაიცვა. 

"წინა ჩვენებაზე ყველაფერი ჩემი მეგობრების დასაცავად მოვიგონეო, თქვა. დღეს უკვე დეტალურად ისაუბრა იმაზე, თუ ვის ეჭირა დანა, ვინ ურტყამდა ჩემს შვილს,ლევანს. დღეს ორივე ბრალდებულს დაადო ხელი და თქვა, რომ ორივეს ეჭირა დანა, მეტს არავისო",- აცხადებს სარალიძე. 

როგორც ის განმარტავს, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტეში დარწმუნდა, რომლის მიხედვითაც მოწმე მიხეილ კალანდიას სახლში ყოფილი პროკურორი, ბიძა მირზა სუბელიანი ორ პროკურორთან ერთად მასზე ზეწოლის და სასურველი ჩვენების მისაღებად ესტუმრნენ. 

"პროცესზე დაუსვეს კითხვა, მასთან იყო თუ არა ვინმე მისული, ან ვინმემ დაკითხა თუ არა, მაგრამ ეს ინფორმაცია უარყო. ეს ბავშვი თვითონ ვერ მოიფიქრებდა ეთქვა, რომ წინა პროცესზე ჩვენება შეცვალა. ახლა სინდისმა შეაწუხა? ვის მიმართ? თუ წინა პროცესზე თავის მეგობრებს იცავდა, დღეს ჩემი შვილი და ლევანი დაიცვა? ეს ხომ გამორიცხულია! ჩემი აზრით, მოწმეზე ზეწოლას ძალიან კარგად ახორციელებენ სავარაუდოდ, ძალოვანი სტრუქტურები", - აღნიშნავს სარალიძე. 

მისი განმარტებით, მოწმემ ჩვენებაში განაცხადა,რომ ჩხუბში თავადაც მონაწილეობდა და ბავშვებს აშველებდა. "დღეს განაცხადა, მეც ვჩხუბობდი ოღონდ რამდენიმე წამის შემდეგ შევედი ფარდულში და ვაშველებდი, ცალი ხელით დათოს ვეჭიდებოდი რომ უკან გამომიწია, ცალი ხელით ვურტყამდიო", - დასძენს დაზარალებული.

ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%