თარიღი    დრო

საქართველო გახდება ნატო-ს წევრი - იან კელი

საქართველო, თბილისი - 16:04 03.14.2018 808

ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი როდის, - ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ Facebook კონფერენციისას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე დასმულ შეკითხვას.

მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება.

„ნება მიბოძეთ ვთქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, მაგრამ არ ვიცი როდის. ჩემი აზრით მთავარია, რომ საქართველომ გააგრძელოს განვითარება. მე გავიმეორებდი ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის სიტყვებს - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში და ვიქნებით თქვენს გვერდით, სანამ ეს არ მოხდება", - განაცხადა იან კელიმ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ 1976 წელს, როდესაც პირველად ჩამოვიდა საქართველოში, მისთვის ვინმეს რომ ეკითხა, რა დრო დასჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეჭვის თვალით შეხედავდა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%