ბათუმის დელფინარიუმი 2 თვით დაიხურება. როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზაფხულის სეზონისთვის მზადებასთან დაკავშირებით, ბათუმის დელფინარიუმში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
აღნიშნული სამუშაოების გამო დელფინარიუმი 2 თვით დაიხურება.
დელფინების შოუ სამუშაოების დასრულებისთანავე განახლდება.