თარიღი    დრო

დღეს გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 09:31 02.14.2018 1007

დღეს, 14 თებერვალს, 11:00 საათზე, გორში (მის: დანიელ ჭონქაძის #3, კომბინატის დასახლება) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები რძის გადამამუშავებელ საწარმო „ნებიერას“ გახსნიან. ღონისძიებას ქალაქ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში   კახა სამხარაძე, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი დაესწრებიან.

საწარმო ნებიერა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში 2018 წელს დაფუძნდა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია არ ფუნქციონირებს. ქარხნის დაფუძნების იდეა  დუალური განათლების მოდელზე იყო მორგებული და ის  გორის უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამისა და კოლეჯი „განთიადის“ შესაბამისი სფეროს (რძის გადამამუშავებლის ტექნოლოგის პროგრამა) სტუდენტებისათვის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.  პარალელურად  „ნებიერა“  რძის პროდუქციას აწარმოებდა, რომლის რეალიზებაც ძირითადად შიდა ქართლში ხდებოდა.   საწარმო დღეიდან დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის პრაქტიკას აღადგენს, რაშიც მას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაეხმარება. დუალური განათლების სისტემის გერმანული მოდელის მიხედვით სტუდენტებს, პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინატორის როლს სწორედ სავაჭრო პალატები ითავსებენ. საქართველოში წარმატებული გერმანული მოდელის პილოტირების  მიზნით  საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2018 წელს საკოორდინაციო საბჭოს ჩამოაყალიბებს, რომელიც დუალური პროფესიული განათლების სისტემის ხელშეწყობის მიზნით სამ მხარეს შორის მედიატორის როლს შეასრულებს.

საწარმო „ნებიერა“ ხელახალ გახსნამდე გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბალანსზე ირიცხებოდა, თუმცა ამჟამად იჯარით ადგილობრივ მეწარმეს ირმა კიტრიაშვილს გადაეცა, რომელიც ქარხნის მუშაობის განახლებასთან ერთად დუალური პროფესიული განათლების განვითარებისხელშეწყობის  ვალდებულებასაც იღებს. ამ დროისთვის ქარხანაში 15-მდე ადგილობრივია დასაქმებული.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.9%
არ შეცვლილა 3%