თარიღი    დრო

ზურაბ პატარაძე თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:34 02.13.2018 379

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დღეს თურქეთის ეროვნული პოლიციის გენერალურ დირექტორს სელამი ალთინოქს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის როლი, რაც ქვეყნებს შორის უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ქვეყნებს შორის თანამშრომლობა როგორც კულტურულ-ჰუმანიტარულ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში. საქართველოს საპორტო ქალაქებში სისტემატურად იმართება თურქეთის საზღვაო ძალების სამხედრო და სანაპირო დაცვის ხომალდების ვიზიტები, რომლის ფარგლებშიც ნატოს ეგიდით ყოველწლიურად ტარდება ქართულ-თურქული ერთობლივი საპატრულო-საექსკორტო წვრთნები.

როგორც სელამი ალთინოქმა აღნიშნა, სასურველია ორ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს უკვე არსებული ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროში.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები. ხოლო თურქული მხრიდან თურქეთის ეროვნული პოლიციის გენ. დირექტორის მოადგილე ალი ჩელიქი, თურქეთის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში მაქბულე ქოჩაკი და სხვა ოფიციალური პირები.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%