თარიღი    დრო

„ევროპულ საქართველოშია“ ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყოლია - უდუმაშვილი

საქართველო, თბილისი - 22:28 01.19.2018 2158

სამწუხაროა და გასაკვირი [რუსთავი 2-ის კრიტიკა], იმ პარტიის [ევროპული საქართველოს] მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც კი ჰყოლია ენმ-ს და ვისი სუსხიც, "რუსთავი 2"-ს საკუთარ თავზე უგრძვნია, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით "ევროპული საქართველოს" განცხადებას, რომელმაც ტელეკომპანია გააკრიტიკა.

როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ დღეს "ევროპული საქართველო" ერთი-ერთში იმეორებს იმ ბრალდებებს, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდად, "რუსთავი 2"-ის მიმართ ისმოდა.

"სამწუხაროა, რომ დღეს ევროპული საქართველო ერთი-ერთში იმეორებს იმ ბრალდებებს, რაც ჩვენ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გვესმის რუსთავი 2-ის მიმართ. სამწუხაროა და გასაკვირი, იმ პარტიის მხრიდან, რომლის შემადგენლობაშიც არის ყველა ის მედიაზონდერი, რომელიც კი ჰყოლია ენმ-ის და ვისი სუსხიც, რუსთავი 2-ს საკუთარ თავზე უგრძვნია. დამიჯერეთ, ვიცით, რაზეც ვსაუბრობთ. ამ პარტიას, მისი აწმყოსა და მისი ცალკეული წევრების გათვალისწინებით, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რუსთავი 2-ზე და მის გმირულ კოლექტივზე ასეთი სამარცხვინო განცხადებები ავრცელონ", - განაცხადა უდუმაშვილმა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%