ხაჯიმბა გადადგომას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო ლიდერი გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ მან ოჩამჩირის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
„არსად წასვლას არ ვაპირებ. კონსტიტუციით, საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2019 წელს მეწურება. მოდით, გავერთიანდეთ და ვიმუშაოთ,“-აღნიშნა ხაჯიმბამ.