„ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტის“ ცნობით, 2012-2017 წლებში საქართველოში დარეგისტრირდა 5 885 თავშესაფრის მაძიებელი, აქედან 2 743 შემთხვევაში საქმის წარმოება შეწყდა, 1346 თავშესაფრის მაძიებელს უარი ეთქვა, ლტოლვილის სტატუსი 208-ს , ხოლო ჰუმანიტარული სტატუსი კი 1254 ადამიანს მიენიჭა.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 9 ოქტომბრამდე, 95 თავშესაფრის მაძიებელს სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძველზე ეთქვა უარი თავშესაფარზე.
რაც შეეხება ქვეყნებს, აღნიშნულ წლებში, ყველაზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი ერაყიდან, უკრაინიდან, ეგვიპტიდან, ირანიდან და სირიიდან დარეგისტრირდა.
IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანის, სომხეთის და განსაკუთრებით თურქეთის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებლები ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა დალტოლვილთა
მონაცემთა სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: თავშესაფრის მაძიებლები საქართველოში - 2012-2017 წლები