თარიღი    დრო

სემეკმა ელექტროენერგეტიკის სექტორში განსახორციელებელი ინვესტიციები შეითანხმა

საქართველო, თბილისი - 20:49 12.12.2017 468

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 12 დეკემბრის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების საინვესტიციო გეგმები განიხილა.

შპს „ენგურჰესის“ 2017-2019 წლების კომისიასთან შეთანხმებული ინვესტიციები 94 304 000 ლარით განისაზღვრა; შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2017-2019 წლის ინვესტიციები - 37 581 700 ლარით; „გუმათჰესების კასკადის“ – 11 150 000 ლარით; „ლაჯანურჰესის“ – 4 738 759 ლარით; „რიონჰესის“ – 13 729 085 ლარით; „შაორჰესის“ – 7 040 730 ლარით; „ძევრულაჰესის“ – 6 920 000 ლარით. 

სს „თელასის“ მიერ 2017-2020 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა 66 241 526 ლარს შეადგენს. შპს „ენერგოტრანსის“ 2017-2020 წლის საინვესტიციო მოცულობა 2 061 000 ლარით განისაზღვრა, სს „საქრუსენერგოს“ მიერ ამავე პერიოდში განსახორციელებელი ინვესტიციების მოცულობა - 6 609 000 ლარით. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ 2016-2020 წლების ინვესტიციები 587 945 172 ლარს შეადგენს.

შპს „ენერგო პრო ჯორჯიას“ 2017-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე მსჯელობა 14 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება. ამავე სხდომაზე კომისია იმსჯელებს  შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“, შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებისა და „ჟინვალჰესის“ 2017-2019 წლების საინვესტიციო გეგმების შეთანხმების შესახებ.     




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%