ზიმბაბვეს პრეზიდენტი გადადგა. ცნობა რობერტ მუგაბეს გადადგომის შესახებ პაროლამენტის სპიკერმა გაავრცელა. მან განაცხადა, რომ პრეზიდენტისგან თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალური წერილი მიიღო. გზავნილში ნათქვამი იყო, რომ მუგაბე თანამდებობას ზიმბაბვეს კონსტიტუციის 96-ე მუხლის თანახმად ტოვებდა. ექსპრეზიდენტის წერილის სრული ტექსტი ინტერნეტითაც გავრცელდა, თუმცა თავად მუგაბეს პოსტის დატოვების შესახებ საჯარო განცხადება არ გაუკეთებია. მუგაბეს გადადგომისთვის 24-საათიანი ვადა ჰქონდა მიცემული. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპუტატები პრეზიდენტს იმპიჩმენტით ემუქრებოდნენ. მუგაბე ულტიმატუმის ვადის ამოწურვას არ დაელოდა. უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტის მოვალეობას უახლოესი დღეების განმავლობაში ზიმბაბვეეს ვიცე პრეზიდენტი ემერსონ მნანგაგვა შეასრულებს.