თარიღი    დრო

გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ - მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებულების ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 17:00 11.21.2017 181

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის მერიასთან გამართული აქციის დროს დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და აქტივისტების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ ერთი პირი, ბესიკ გაზდელიანი სრულად გაამართლა,ის სასამართლომ სამართალდამრღვევ პირად არ მიიჩნია. 5 პირი კი 173-ე მუხლით დამნაშავედ ცნო. აქედან სამი პირი 166 -ე მუხლითაც. 

როგორც ადვოკატმა გიორგი ჟამუტაშვილმაჯი-ეიჩ-ენს“ განუცხადა, ეს პირები მოსამართლემ წვრილმან ხულიგნობაში გაამართლა, მაგრამ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში დამნაშავედ ცნო.

„თუ წვრილმან ხულიგნობაში გაამართლა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაშიც უნდა გაემართლებინა. პოლიციელებმა გააფრთხილეს, წინააღმდეგობა შეწყვიტეთო და რომ არ შეწყვიტეს ამიტომ დააკავესო. აღმოჩნდა, რომ ამ პირებს წვრილმანი ხულიგნობა არ ჩაუდენიათ და პოლიციამ რისი შეწყვეტა მოთხოვა? აღნიშნულ პირებს სხვადასხვა სახის ჯარიმა დაეკისრათ“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

თბილისის მერიასთან 6 ადამიანი სამართალდამცავებმა ერთი თვის წინ დააკავეს. ისინი დედაქალაქის საკრებულოს მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის პუშკინის სკვერისა და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას აპროტესტებდნენ.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%