„აქციის მონაწილეებმა დღეს დაშლის გადაყვეტილება მიიღეს. აქციებს მომდევნო კვირაში განაგრძობენ. კარავის წართმევის დროს ერთმა ქალბატონმა ტრავმა მიიღო, მყესები დაუზიანდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, 10 დღე სახლში უნდა იწვეს. სამართალდამცავებმა ის საავადმყოფოდან პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ დაზარალებულების ადვოკატმა, ფრიდონ სიხუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულები უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი ირაკლი შოთაძის გადადგომას ითხოვენ. მათ ასევე სურთ, სისხლის სამართლის საქმე აღიძრას სააქციო საზოგადოება "ბავშვთა სამყაროს" წინააღმდეგ და სრულად აუნაზღაურდეთ ზარალი, რომელიც მათივე გათვლებით, უკვე 9 მილიონ ლარს შეადგენს.