აეროპორტის დასახლებაში გუშინ, გვიან ღამით ოთხი ავტომობილი დააზიანეს.
ადგილობრივების თქმით ჩამსხვრეულია ავტომობილების მინები და დაზიანებულია გაყვანილობა.
ერთ-ერთმა მფლობელმა მანქანა სახლიდამ 300 მეტრის მოშორებით იპოვა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცევლები იმყოფებიან.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.