საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოჩენილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო, რომელიც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად მიუსამძიმრა ზურაბ სოტკილავას ოჯახის წევრებს, პატივი მიაგო უდიდესი ქართველი საოპერო მომღერლის ხსოვნას და თანადგომა გამოუცხადა მის მეგობრებსა და ახლობლებს.