ესპანეთის მეფე ფელიპე VI კატალონიის ხელისუფლებას ქვეყნის კონსტიტუციის პატივისცემისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ესპანეთის ერთიანობა და ტერიტორიული მთლიანობა კონსტიტუციით არის დაცული, რომლის დარღვევასაც ქვეყნის ხელისუფლება არ დაუშვებს. კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება 1 ოქტომბერს იგეგმება. ესპანეთის სქაკონსტიტუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის გადაწყვეტილება პლებისციტის ჩატარების შესახებ უკვე გააუქმა.