თარიღი    დრო

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 10:05 08.18.2017 419

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ნიღბიანი პირი მარკეტთან მყოფ ოთხ ახალგაზრდას თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. 

როგორც თვითმხილველები ყვებიან, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათი ვარაუდით, თავდამსხმელი და ახალგაზრდები ერთმანეთს იცნობდნენ. 

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, საქმეზე ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.6%
შემცირდა 15.3%
არ შეცვლილა 3.1%