თარიღი    დრო

ჰემინგუეის მიერ მარლენ დიტრიხისთვის მიწერილი სასიყვარულო წერილი აუქციონზე გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 15:06 04.17.2017 864

ჰემინგუეის მიერ მარლენ დიტრიხისთვის მიწერილი სასიყვარულო წერილი ნიუ იორკის  “Swan Galleries” აუქციონზე გაიყიდება, რომელიც 4 მაისს გაიმართება.

Daily mail-ის ინფორმაციით, ჰემინგუეიმ წერილი მსახიობს 1952 წლის აგვისტოს, კუბადან მისწერა. ერთი წლით ადრე კი მარლენ დიტრიხმა აღიარა, რომ ჰემინგუეის ფოტოს სასთუმალთან ინახავდა.

მათ ერთმანეთი 1934 წელს გაიცნეს  და მას შემდეგ რეგულარულად წერდნენ წერილებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ  არასოდეს ჰქონიათ სასიყვარულო ურთიერთობა, რასაც ჰემინგუეი ასე ხსნის - „ჩვენ ასინქრონული ვნების მსხვერპლი ვართ“ და როდესაც ერთ-ერთი მათგანი თავისუფალია, მეორეს ამ დროს ურთიერთობა აქვს სხვასთან.

მიუხედავად ამისა, წერილში ის რამდენჯერმე უხსნის სიყვარულს ცნობილ მსახიობს. „მინდა იცოდე, რომ სულ მიყვარხარ. ხანდახან მავიწყდები, ისევე როგორ მავიწყდება, რომ ჩემი გული ძგერს, თუმცა ის სულ ძგერს“, - წერს მწერალი და წერილს ასე აწერს ხელს -'Love, Mister Papa“.

ჰოლივუდის ვარსკვლავისა და ნობელის პრემიის ლაურეატის მიმოწერა არქივებსა  და მათ შთამომავლებთან ინახება. დიტრიხის შვილიშვილებმა რამდენიმე წლის წინ უკვე გაიტანეს ჰემინგუეის წერილები აუქციონზე.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 81.6%
შემცირდა 15.3%
არ შეცვლილა 3.1%