თარიღი    დრო

ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანი, შექმნილი დაძაბულობის გამო, რამდენიმე წუთით დაიკეტა

საქართველო, თბილისი - 15:27 10.30.2016 685

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს 50-ე საარჩევნო უბანზე, 13:00 საათზე ვითარება დაიძაბა, რის გამოც საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პოლიცია გამოიძახა და უბანი რამდენიმე წუთით დაკეტა, - ამის შესახებ ნათქვამია “ადამიანის უფლებათა ცენტრის “ ინფორმაციაში.

საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ერთ-ერთი დამკვირვებლის მიერ საარჩევნო კაბინის ფარდის გადაწევას, რის შემდეგაც, მან ყვირილი დაიწყო, რომ კაბინაში 41 რიცხვი იყო დაწერილი. 

”დამკვირვებლებმა დაადასტურეს, რომ კაბინაში 41 რიცხვი მართლაც იყო დაწერილი, რაც წარმოადგენს უბანზე კანონსაწინააღმდეგო აგიტაციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. თუმცა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და კაბინაში ციფრები თვითონ იმ დამკვირვებელმა დაწერა, ვინც კაბინის ფარდა გადაწია. 

დამკვირვებელსა და კომისიის წევრებს შორის კამათი უბანზე აურზაურში გადაიზარდა, რის გამოც გაიზარდა უბნის მიმდებარედ მყოფი მედიის წარმომადგენლების ინტერესი უბანში მიმდინარე პროცესისადმი. თუმცა, ამ დროს უბანში შესასვლელ კარში ჩადგნენ კომისიის ერთ-ერთი წევრი და ერთ-ერთი დამკვირვებელი, რომლებიც ჟურნალისტებს და ოპერატორებს უბანში არ უშვებდნენ. როგორც შემდგომ კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, მედიის წარმომადგენელთა ერთბაშად შეშვება უბანზე კენჭისყრის პროცესს ჩაშლიდა, რის გამოც კომისიამ რამდენიმე წუთით მედიის წარმომადგენელთა უბანში ყოფნა შეზღუდა. 

კომისიის თავმჯდომარემ დახმარებისათვის პოლიციას მიმართა. პოლიციელები უბნის შესასვლელთან განლაგდნენ და კომისიის თავმჯდომარის მითითებისამებრ მოქმედებდნენ. 

დამკვირვებელმა, რომლის რეპლიკასაც უბანზე აურზაური მოჰყვა, უბანი მალევე დატოვა. იქ მყოფთათვის ცნობილი არ არის, თუ რომელ პარტიას ან ორგანიზაციას წარმოადგენდა იგი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო დამკვირვებელთა და მედიის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა. ამ სოფლისადმი გაზრდილი ინტერესი გამოწვეულია პირველ ტურში 48-ე უბანზე კენჭისყრის პროცესის ჩაშლის გამო”, - ნათქვამია ინფორმაციაში. 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)
სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 65.1%
შემცირდა 29.4%
არ შეცვლილა 5.5%