თარიღი    დრო

რუსეთი, ირანი და საქართველო აზერბაიჯანის წინააღმდეგ

საქართველო, თბილისი - 15:27 01.12.2016 12845

რუსეთს ყოველთვის სურდა შეეცვალა საქართველოს გავლით სომხეთში ტრანსპორტირებული გაზის ტრანზიტის პირობები, რადგანაც დადგენილი ტარიფი უფრო პოლიტიკური ხასიათისაა და მსოფლიო ტარიფებს 2,5-ჯერ აღემატება. აღნიშნულის შესახებ, აზერბაიჯანის პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიის ცენტრის დირექტორმა პოლიტოლოგმა, მუბარიზ ახმედოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დრომდე გაზპრომს არ შეეძლო თავისი განზრახვის შესრულება.

„ამჟამად, ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახი კალაძისა და ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის მითმა „აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობის შესახებ“ ეს საკითხი წინ წამოსწია. ,,გაზპრომმა“ ამით მყისიერად ისარგებლა საკუთარ ინტერესებში. უკვე შეიძლება ითქვას, როდის და რა პირობებით დასრულდება „გაზის დამოუკიდებლობის“ ეს თამაშები. ეს თამაშები დასრულდება მას შემდეგ, როდესაც რუსეთი სომხეთში გაზის ტრანზიტის გადასახადს 10-დან 5 %-მდე დასწევს. შესაძლოა, გაზპრომი არ ელოდა, რომ საქართველო დაუშვებდა ასეთ სერიოზულ შეცდომებს. უფრო მეტიც აშკარაა, რომ ამ საკითხს მეტად სერიოზული მიზეზები აქვს“,- აცხადებს პოლიტოლოგი.

მისი თქმით, ივანიშვილი გაზპრომის ერთ-ერთი აქციონერია, რომელსაც სურს ამით ისარგებლოს და ტრანზიტის საკითხი საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოაგვაროს.

„აქციებთან მიმართებაში მცირე ოპერაციამ ივანიშვილს გადააწყვეტინა გამხდარიყო საკითხის ინიციატორი. ივანიშვილი არის კალაძის „სულის ჩამდგმელი“ გაზპრომთან მოლაპარაკებებში“, - აცხადებს პოლიტოლოგი.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ ერთ-ერთი მოლაპარაკებისას, ალექსეი მილერმა კალაძეს განუცხადა, რომ რუსეთს არ სჭირდება საქართველო სომხეთში გაზის ტრანსპორტირებისთვის და გაზპრომი ირანიდან შეძლებს სომხეთის უზრუნველყოფას. ხოლო ირანს ამ გაზს სხვა ქვეყანაში დაუბრუნებს, მაგალითად თურქეთში ან აზერბაიჯანში.

„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არ არის, სად დაუბრუნებს რუსეთი ნაყიდ გაზს ირანს, რადგანაც რუსეთის ფედერაციის მიერ სომხეთისთვის ირანული გაზის მიწოდება პოლიტიკურად შეუძლებელია. რუსეთში კარგად ესმით, რომ სომხეთი - ანტირუსულია და ის თანამშრომლობს არამხოლოდ დასავლეთთან, არამედ ირანთანაც. ამის გარდა ირანისა და რუსეთის ინტერესები კავკასიაში ძლიერ განსხვავებულია“, - განმარტავს ახმედოღლუ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ირან-სომხეთის გაზსადენზე და აღნიშნა, რომ გაზსადენი აშენებულია ირანის მიერ და რუსეთმა ის საკუთარ ბალანსზე პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე აიყვანა.

იმის მიუხედავად, რომ ვრცელდება ინფორმაციები ირანსა და საქართველოს შორის გაზის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„საქართველოსა და სომხეთს შორის არის ერთი გაზსადენი, რომლითაც გაზის ტრანსპორტირება ხდება საქართველოდან სომხეთში ავერსულ რეჟიმში, იმისათვის, რომ გაზსადენმა იმუშაოს რევერსულ რეჟიმნში ანუ, მოხდეს გაზის ტრანსპორტირება სომხეთიდან საქართველოში საჭიროა დრო და ფინანსები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია პოლიტიკური შეთანხმება რუსეთს, სომხეთსა და საქართველოს შორის გაზსადენის რევერსულ რეჟიმში გადაყვანასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ექსპერტი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ კახი კალაძეს და ირანს სურთ აზერბაიჯანის დასჯა, მაგრამ ორივე მხარე მალე გაათვითცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი და აზერბაიჯანული ფაქტორი.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 80.3%
შემცირდა 16.6%
არ შეცვლილა 3.1%