ა.წ. 26-27 ნოემბერს ქ. თბილისში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ვიზიტი.
26 ნოემბერს ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის" არაფორმალური დიალოგის მეექვსე შეხვედრაში.
27 ნოემბერს დაგეგმილია ევროკომისარის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.
ამასთანავე, ევროკომისარი მონაწილეობას მიიღებს საჯარო ღონისძიებაში - ,,ახალი ევროპული სამეზობლო პოლიტიკა და რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები’’ (New European Neighborhood Policy and perspectives of regional cooperation)
აღსანიშნავია, რომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისრი საქართველოს წელს უკვე მეორედ ეწვევა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერის დემონსტრირებას ჩვენი ქვეყნისადმი.