პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე მიიჩნევს, რომ დღეს, ქართულ სახელმწიფოს საფრთხეების თავიდან აცილება სჭირდება.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, სანიკიძემ ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისუაბრა და განაცხადა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ცნობილია, რომ რელიგიურ ნიადგაზე წარმოქმილი დაპირისპირება ყველაზე სისხლიანი და ხანგრძლივია.
მისი თქმით „ისლამური სახელმწიფოს” სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გათვლილი იყო რელიგიური შუღლის გაღვივებაზე, რაც საქართველოს ძალიან არ სჭირდება.
კანონმდებელი ვარაუდობს, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარება კრიტიკულ ფაზაში შედის.
„ის ეჭვები დასტურდება, რომ ვითარება კონტროლიდან გადის. როგორც ჩანს, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ჩვენი სახელმწიფოს - ქართული სახელმწიფოს ბედ-იღბალი ძალიან მნიშვნელოვანია. ვერავითარ საფუძველს ვერ ვხედავ, თუ რატომ ვერ უნდა შევთანხმდეთ იმაში, რომ დღეს ქართულ სახელმწიფოს საფრთხეების თავიდან აცილება სჭირდება?! ეს სავსებით შესაძლებელია, მაგრამ რამდენიმე პირობაა, რომელიც შესასრულებელია. საქართველო იმ ზონაშია, სადაც პოტენციაში საფრთხეები არსებობს. ჩვენ პრობლემის ცოდნა და გაანალიზება გვჭირდება. რაც მთავარია, სიმშვიდე“, - დასძინა სანიკიძემ.