18 ნოემბერს, სამედიცინო კორპორაცია ევექსის ორგანიზებით და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოცოციაციის ეგიდით, აჭარას ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ეწვევიან. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სასტუმრო რედისონში დაგეგმილია 3 დღიანი კონფერენცია თემაზე: ბავშვებში გულის თანდაყოლილი მანკების მართვა უახლესი სამედიცინო გაიდლაინებით და ახალშობილებში ნევროლოგიური პრობლემების მენეჯმენტი.
კონფერენციას მეიოს კლინიკის ნეონატოლოგიური დეპარტამენტის უფროსი ქრისტოფერ კოლბი, ასევე მეიოს კლინიკის ნეონატოლოგი ვილიამ ქერი გაუძღვებიან და ქართველ ექიმებს კრიტიკულ პაციენტებში თანდაყოლილი გულის მანკების მართვის საერთაშორისო გაიდლაინებს გააცნობენ.
კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, თბილისის და თელავის ნეონატოლოგები და ბავშვთა კარდიოლოგები დაესწრებიან. კონფერენცია „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ მხარდაჭერით გაიმართება და 21 ნოემბერამდე გაგრძელდება.