ბელგოროდის ოლქის ვალუიკის ოლქის სოფელ კოლოსკოვოზე სარაკეტო იერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ შუვაევმა განაცხადა. იუწყება BBC
„ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ოთხი დაშავდა, მათ შორის ბავშვი“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
შუვაევის ცნობით, დაშავებული ბავშვი 14 წლისაა. ორ დაშავებულს ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. დანარჩენი დაშავებულები, მათ შორის ბავშვი, ვალუიკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, დარტყმის ადგილზე ნაგებობა დაიწვა და მსუბუქი ავტომობილი დაზიანდა.