ისრაელში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობები გაიმართა. ქვეყნის დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანმა ჰომოფობია და ძალადობა გააპროტესტა. საპროტესტო მარში რამდენიმე დღის წინ იერუსალიმში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. გასულ კვირას გეი აღლუმზე რელიგიურმა ფანატმა ექვი ადამიანი დაჭრა. იერუსალიმში აქციის მონაწილეებს სიტყვით პრეზიდენტმა რივლინმა მიმართა. ძალადობის აქტი მან სასტიკად დაგმო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ კი სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მან მომხდარი ებრაელი ხალხის ღირსების შელახვად შეაფასა.