27 თებერვალს, სასტუმროში “Holiday Inn” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის სამსახურის წარმომადგენლებმა ეკონომიკურ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის თემა კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის კონცეფციის გაცნობა იყო.
პრეზენტაციაზე საპენსიო რეფორმის სამსხურის უფროსმა ოთარ ძიძიკაშვილმა, საპენსიო რეფორმის კონცეფციის უპირატესობებზე ისაუბრა, რაც, კერძო დაგროვებით საპენსიო მოდელს გულიხმობს. ,,კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა წარმოადგენს მომავალი თაობების საპენსიო უზრუნველყოფის მნიშვნელოვან წყაროს -‘’განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა. მისივე თქმით, კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის მიზანია ახალგაზრდა თაობებსსაშუალება ჰქონდეთ უკეთ დაგეგმონ თავიანთი მომავალი და საპენსიო ასაკში გასვლისას არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ სახელმწიფო პენსიაზე.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა დისკუსია საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით, სადაც ექპერტებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ეფექტიანი საპენსიო სისტემის შემუშავება და დანერგვა.
საპენსიო რეფორმის სამსახური მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას მუდმივად გეგმავს, რომ უფრო მეტმა დაინტერესებულმა მხარემ შეძლოს თავისი აზრის გამოხატვა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც საპენსიო სისტემას გაცილებით ეფექტიანს გახდის.