„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა დასრულდა. საბჭომ სხვადასხვა თანამდებობებზე მდივნები დაამტკიცა.
პარტიის აღმასრულებელი მდივანი მიხეილ მაჭავარიანი გახდა, რეგიანალური მდივანი - ნუგზარ წიკლაური, ადმინისტრაციული მდივანი - ხათუნა გოგორიშვილი, მედია მდივანი - ირმა ნადირაშვილი, პოლიტიკური მდივანი ზურაბ ჯაფარიძე, საგარეო ურთიერთობათა მდივანი - გიგა ბოკერია, სტრატეგიული და ორგაზინაციული განვითარების მდივანი - გიორგი ვაშაძე, სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი - ზურაბ ჭიაბერაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარტიის ყრილობის მიერ გენრალურ მდივნად არჩეულია ვანო მერაბიშვილი.