4 ოქტომბრის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ჩხვირკვიას, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს 5-5 წლით პატიმრობა, ხოლო ირაკლი შაიშმელაშვილს 2 წლით მიუსაჯა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა.
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შაიშმელაშვილი საქართველოში არ იმყოფება. მასზე ძებნაა გამოცხადებული.
შეგახსენებთ, ასევე ცნობილია პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ნადირაძის, მურთაზ ზოდელავას, პაატა მანჯგალაძისა და ლაშა ბერიძის მიმართ გამოტანილი განჩენი. მათ 7-7 წლით პატიმრობა მიესაჯათ.