რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებები აზრს მოკლებულია, ვიდრე კიევი არ გაიყვანს უკრაინულ ჯარებს დონბასის იმ ნაწილიდან, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
„ამჟამად კიევს მხოლოდ ერთი სერიოზული ნაბიჯის გადადგმა სჭირდება, რის შემდეგაც, პირველ რიგში, შეწყდება საბრძოლო მოქმედებები, ხოლო, მეორე მხრივ, გაიხსნება პერსპექტივა სერიოზული განხილვისთვის გრძელვადიანი და მდგრადი რეგულირების შემდგომი შესაძლებლობების შესახებ,“ - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, „ეს ყველას ესმის“, ამიტომ „ერთმანეთის დაყოლიება დიდწილად დროის ფუჭი ხარჯვაა“.
მისივე განცხადებით, რუსეთი ამ ნაბიჯს ელოდება კიევისგან, მათ შორის ვოლოდიმირ ზელენსკისგან.